სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე

[ 2014-01-31 ]

30 იანვარს,განგრძობადი პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მე-12 სხდომის დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე".

ლექციას უძღვებოდა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი - ვახუშტი მენაბდე.

საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების კომპეტენციების გამიჯვნასთან, ნორმათა ერთგვაროვან ინტერპრეტაციასთან და საკონსტიტუციო წარდგინების ინსტიტუტთან მიმართებით.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება