სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი

[ 17.07.2008 ]

2008 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან კიდევ ერთი მსჯავრდებული გათავისუფლდა. 39 წლის ვალერი გურაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალი ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, კერძოდ, 200 ლარის გატაცებასა და 65 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა”-ს შეძენა-შენახვაში დასდო.

ვალერი გურაშვილს სასჯელის სახით 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

თბილისის სააპლეაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა, ვ. გურაშვილი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო და სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის საფუძველი უტყუარი მტკიცებულებების არარსებობა გახდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვალერი გურაშვილის 10-თვიანი პატიმრობა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებით დასრულდა. ვ.გურაშვილს რეაბილიტაციის უფლებაც განემარტა.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება