სიახლეები
ნორვეგიელი იურისტები საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ერთი წლის განმავლობაში დააკვირდებიან

[ 03.10.2008 ]


თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 03 ოქტომბერს ნორვეგიელი იურისტები ესტუმრნენ. ნორვეგიის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბერნთ ქროგი, უფროსი პროკურორი ანნე გროსტადი და პრობაციის ექსპერტი მარია როისე თბილისის სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე საინტერესო პროცესს დაესწრნენ, მოსამართლეებს, ადვოკატებსა და პროკურორებს გაესაუბრნენ და საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ნორვეგიელი იურისტების მიზანია ქართული სასამართლო სისტემის გაცნობა, სასამართლოში საქმის განხილვის წესისა და პროცედურების შესწავლა. ისინი სასამართლოს სამივე ინსტანციაში სისტემატიურად ესწრებიან სასამართლო პროცესებს და აკვირდებიან საქმის მიმდინარეობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ყალიბდება უცხოელ იურისტებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების სისტემა, რაც ქართული მართლმსაჯულების განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება