სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი

[ 02.10.2008 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 2 ოქტომბერს 72 წლის მსაჯვრდებულ, ზაირა ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პირველი ინსტანციის სამამართლომ იგი თაღლითობისთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გაასამართლა და სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და გამართლება ითხოვა. თბილისისი სააპელაციო სასამართლოში ზ.ბასილაშვილის საქმე სასამართლო კოლეგიამ მოსამართლეთა შემადგენლობით - მანანა ოთარაშვილი, თამარ ალანია და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის - ლია ორკოდაშვილის მონაწილეობით განიხილა.

კოლეგიამ არ დააკმაყოფილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და ზ.ბასილაშვილი თაღლითობაში დამნაშავედ სცნო, თუმცა მსჯავრდებულს სასჯელი 2 წლით შეუმსუბუქა, რისი საფუძველიც მსჯავრდებულის მიმართ კანონის უკუქცევითი ძალის ამოქმედება გახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებული გასამართლდა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რის შესაბამისადაც მას 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზ.ბასილაშვილის ქმედებითვის კვალიფიკაციის შეცვლისას დაშვებული შეცდომა გამოასწორა და მის მიმართ გამოიყენა არა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი (როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში იყო), არამდე მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც სასჯელის ნაწილში დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსისგან განსხვავებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რამაც სასჯელის ზომა 2 წლით შეამცირა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ზ.ბასილაშვილი ციხეში 5 წლის ნაცვლად 3 წელს გაატარებს.




თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება