სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 18 წლის გარდაცვლილი გოგონას მამის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა

[ 16.01.2009 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს ჩადენილი დანაშაულისთვის სრულად აგებინა პასუხი. 2009 წლის 16 იანვარს სასამართლომ მალხაზ ბოჭორიშვილი გაასამართლა. მას ბრალად ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ედებოდა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

18 წლის ნინო სართანია ქალასარქველისა და ქალას ფუძის მოტეხილობის, თავის ტვინში ტრავმული სისხლის ჩაქცევის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 23 წლის რევაზ თევდორაშვილს ქვემო კიდურების ძვლები დაემსხვრა და სამუდამოდ დაინვალიდდა.

მსჯავრდებულმა დაზარალებულებს არ გაუწია გადაუდებელი დახმარება, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და იმალებოდა იმ დრომდე, ვიდრე პოლიციის თანამშრომლებმა არ დააკვეს.

მ.ბოჭორიშვილმა აღნიშნული დანაშაული პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩაიდინა. 2006 წლის ივნისში მ.ბოჭორიშვილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც მას პირობით გამოსაცდელ ვადად ჩაეთვალა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მალხაზ ბოჭორიშვილს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სიცოცხლის მოსპობისთვის _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მასვე 2 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა მართვის უფლება. მსჯავრდებულს სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარი ჯარიმა, დაზარალებულ რევაზ თავდორაშვილის სასარგებლოდ 7752,95 ლარი და გარდაცვლილი გოგონას მამისთვის _ ვახტანგ სართანიასთვის ასანაზღაურებელი 6858 ლარი დაეკისრა.

,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მ.ბოჭორიშვილი სრულად გათავისუფლდა 5 წლიანი სასჯელისგან, ხოლო 7 წლიანი სასჯელი გაუნახევრდა, დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ისევ ამნისტირებულ მუხლთა შორის მოექცა და კვლავ გაუნახევრდა.

საბოლოოდ მ.ბოჭორიშვილს მოსახდელად დარჩა 1 წელი და 8 თვე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გარდაცვლილი გოგონას მამამ, ვახტანგ სართანიამ მსჯავრდებულის მკაცრად დასჯა და მისთვის პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილის სრულად დამატება სთხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 18 წლის გარდაცვლილი გოგონას მამის სააპელაციო საჩივარი სრულად დააკამყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სხდომის თავმჯდომარის _ მაია თეთრაულის, მოსამართლეების _ ნაირა გიგიტაშვილის, მაია ივანიძის შემადგენლობით, მალხაზ ბოჭორიშვილი დამნაშავედ სცნო ჩადენილ ქმედებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს _ 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაუმატა წინა განაჩენით მოუხდელი პირობითი სასჯელი 2 წელი, 7 თვე და 26 დღე.

საბოლოოდ მალხაზ ბოჭორიშვილი ციხეში 4 წელს 7 თვესა და 26 დღეს გაატარებს.





თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება