სიახლეები
გუდაურში მოსამართლეების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 3 დღიანი ტრეინინგი გაიმართა

[ 20.03.2009 ]

20-22 მარტს გუდაურში მორიგი ტრენინგი გაიმართა. "ნაფიც მსაჯულთა სასამართლო _ ახალი ინსტიტუტი ქართულ მართლმსაჯულებაში და ეფექტური კომუნიკაცია მოსამართლეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის"- ამ სათაურით გამართულ სემინარზე მოსამართლეები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სამი დღის მანძილზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე საუბრობდნენ.

სემინარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმაAდა გაეროს განვითარების პროგრამის ანალიტიკოსმა ნათია ჩერქეზიშვილმა გახსნეს.

აღნიშნული ტრენინგი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გაეროს განვითარების პროგრამის, "სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის" პროექტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობას, სპიკერ-მოსამართლეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.

ტრენინგში მონაწილეობდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეები ვალერი ცერცვაძე და გიორგი შავლიაშვილი, სხვადასხვა ინსტანციის სპიკერ-მოსამართლეები, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი'', მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტრენინგები მოსამართლეებისა და ჟურნალისტებისათვის გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით, უკვე სამი წელიწადია მიმდინარეობს. 2009 წლიდან კი განსაკუთრებული აქცენტი ტრენინგებში რეგიონული მედიისა და სასამართლოების ჩართვაზე გაკეთდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ტრენინგში ცენტრალური მედიის გარდა, მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონში მოქმედმა ათმა ჟურნალისტმა, სახალხო დამცველის რწმუნებულმა, ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებმა: მალხაზ გურულმა და ლაშა ქოჩიაშვილმა.

ტრენინგზე ექსპერტად მოწვეული იყო ლელა იაკობაშვილი, რომელმაც მონაწილეებთან ერთად განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა კორპორატიული იმიჯი და მისი ფორმირება, ინფორმაციული უსაფრთხოება, ფორსმაჟორი და ინფორმაცია. "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელმა დიმიტრი ხაჩიძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო რუსეთის აგრესიის დროს დაზარალებულ ჟურნალისტთა საქმეები, რომლებიც ევროსასამართლოში გაიგზავნა.

ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც უკავშირდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებას საქართველოში. ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სპიკერ-მოსამართლეების ერთობლივი მონაწილეობით გაიმართა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება