სიახლეები
ქვისლების შერიგებამ მსჯავრდებული სასჯელისგან იხსნა

[ 24.03.2009 ]

თბილისის სააპელაციო სასამრთლომ 2009 წლის 24 მარტს გოჩა დარბაიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მსჯავრდებულს ბრალი ქურდობაში ედებოდა, რომელიც მან გასული წლის 31 ივლისს ჩაიდინა.

გოჩა დარბაიძე სოციალურად ხელმოკლე ფენას განეკუთვნება, რომელიც წამლის ფულის საშოვნელად, საკუთარი ქვისლის სარდაფში შეიპარა, 30 და 40 ლიტრიანი ალუმინის ქვაბები მოიპარა, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მსჯავრდებულმა და დაზარალებულმა შერიგების შემდეგ, ერთობლივად მიმართეს სააპელაციო სასამართლოს საქმის შეწყვეტისა და გ.დარბაიძის სასჯელისგან გათავისუფლების თხოვნით, თუმცა პროკურატურამ სასამართლოსგან მსჯავრდებულისთვის სასაჯელის დამძიმება ითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გოჩა დარბაიძის ბრალდების საქმე სისხლის სამართლის კოლეგიამ მოსამართლეების – ლია ორკოდაშვილის, თამარ ალანიას მონაწილეობით, მოსამართლე – მანანა ოთარაშვილის თავმჯდომარეობით განიხილა. სასამართლომ უარი უთხრა სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და სრულად გაიზიარა მსჯავრდბეულისა და დაზარალებულის სააპელაციო მოთხოვნა და გოჩა დარბაიძე გაათავისუფლა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება