სიახლეები
შვილი მამას 4 წლიანი პატიმრობისთვის იმეტებდა

[ 22.04.09 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 73 წლის ხულიგნობაში მსჯავრდებული მამაკაცი ციხეში 4 წელს აღარ გაატარებს.

მამა-შვილ ქარქუსაშვილებს შორის საცხოვრებელი ფართის თაობაზე დაწყებული კონფლიქტი ურთიერთდავაში გადაიზარდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლევან ქარქუსაშვილმა შვილსა და რძალს უცენზურო სიტყვებით მიმართა და ქვის სროლით დაემუქრა. შვილის მტკიცებით, მამა მას ლანძღავდა და ქვას ესროდა, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე.

შვილის ბრალდების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ ლევან ქარქუსაშვილი ხულიგნობის მუხლით გაასამართლა და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა და გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და წაყენებულ ბრალდებაში ლევან ქარქუსაშვილის გამართლება ითხოვა. მისი თქმით, საქმეში არ მოიძებნება უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მოხუცის მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტს ეჭვგარეშე დაადასტურებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებულ ყველა მტკიცებულებათა ერთობლივი გამოკვლევის შედეგად, მსჯავრდებულს ხულიგნობის ბრალდება მოუხსნა და მისი ქმედება მუქარით დააკვალიფიცირა. საბოლოოდ ლ. ქარქუსაშვილს 4 წლიანი საპატიმრო სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით შეეცვალა.

თბილისის სააპელაცი სასამართლოს პრესსამსახურო
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება