სიახლეები
,,სტუდენტური მართლმსაჯულება”

[ 26.06.09 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 26 ივნისს იმიტირებული პროცესი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებმა მიიღეს. იმიტირებულ პროცესს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სამოქალაქო პალატის მოსამართლეები და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი დაესწრო.

სამოქალაქო საქმეთა პალატაში ორ თვიანი პრაქტიკა 12 მაგისტრანტებმა გაიარა, სადაც სტუდენტები გაეცნენ სამოსამართლო საქმიანობას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით თავად იმუშავეს გარკვეული პროცესუალური დოკუმენტების პროექტებზე.

მაგისტრანტების პრაქტიკული ცოდნის შეჯერებისათვის სპეციალური პროგრამა შემუშავდა, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებმა უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა იმიტირებული პროცესის წარმოებაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე.

მომავალი იურისტები პროცესზე მოსამართლეების, ადვოკატების, მხარეების და სხდომის მდივნის სახით მოგვევლინენ, მათ იმდენად ბუნებრივად გაითავისეს საკუთარი როლები, რომ ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ პროცესი იმიტირებულ ხასიათს ატარებდა.

საქმის წარმოების თითოეულ ეტაპზე უშუალო მონაწილეობის მიღებით სტუდენტებმა ცოდნა გაიღრმავეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს იურისტის პროფესიის სირთულე და პასუხისმგებლობა.



თბილისის სააპელაციო სამსამართლოს პრესსამსახური






[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება