სიახლეები
ჯოზეფ ქეი ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებლად დარჩა

[ 01.07.09 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 01 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჯოზეფ ქეი ცნობილი იქნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებლად; ინა გუდავაძეს, ია პატარკაციშვილს, ლიანა ჟმოტოვას, ნათელა პატარკაციშვილს, ოლგა საფონოვასა და დავით პატარკაციშვილს აეკრძალათ ჯოზეფ ქეისათვის, როგორც ანდერძის აღმსრულებლისათვის, მისი უფლება-მოვალეობების შესრულებაში ხელშეშლა; ჯოზეფ ქეის უარი ეთქვა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სამკვიდროს მმართველად აღიარებაზე.

სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნის შესაძლებლობას მოანდერძის მიერ. თავის მხრივ, ანდერძის აღმსრულებელი ვალდებულია, აღასრულოს მოანდერძის ნება და უზრუნველყოს ანდერძით მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღება მოანდერძის ნების შესაბამისად. ამასთან, კანონმდებლობა ანდერძის აღმსრულებლის პასუხისმგებლობის საკითხსაც კი ითვალისწინებს თავის მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.

განსახილველ შემთხვევაში, ანდერძის - `ნების გამოვლენის წერილი~ და `აქტი სამკვიდროს აღმსრულებელ მმართველად დანიშვნის შესახებ~ (ხელმოწერილი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიერ 2007 წლის 14 ნოემბერს საჯარო ნოტარიუს ალექსანდერ ფიშკინისა და ორი ოფიციალური მოწმის, ზლატა სტეპანენკოსა და ვლადლენა ფუნკის, თანდასწრებით) - მიხედვით, ჯოზეფ ქეი დაინიშნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებლად.

აღნიშნულ ფაქტს, კერძოდ, არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ნებას, რომ ჯოზეფ ქეიმ, როგორც ანდერძის აღმსრულებელმა, უზრუნველყოს ანდერძით მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო ქონების მიღება, დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას.

ამდენად, ჯოზეფ ქეი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ნების შესაბამისად იქნა აღიარებული ანდერძის აღმსრულებლად და, სწორედ, ამ ნების უზრუნველსაყოფად აეკრძალათ ანდერძით მემკვიდრეებს მისთვის უფლება-მოვალეობების შესრულების ხელშეშლა.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება