სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ საქმე ინდ. მეწარმის სასარგებლოდ გადაწყვიტა

[ 13.11.09 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ინდ.მეწარმე შურა ხურცილავას მიმართ.
ინდ. მეწარმე `შურა ხურცილავა~ ისე იქნა დაჯარიმებული, სხვადასხვა პერიოდში სამჯერ (500 ლარის, 1500 ლარისა და 10 000 ლარის ოდენობით), რომ არ იქნა დადგენილი და შესაბამის სამართალდარღვევის ოქმებში არ აისახა, თუ რა სახის პროდუქციის რეალიზებას ახორციელებდა გადამხდელი. აღნიშნულ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, ვინაიდან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა ხომ არ არსებობდა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლები (მაგალითად, თუ მეწარმე ახდენდა მის მიერ მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას, ასეთ შემთხვევაში, იგი გათავისუფლებული იქნებოდა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან).
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა ინდ/მეწარმის იდენტიფიცირება. სამივე სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერდა არა ინდ/მეწარმე `შურა ხურცილავა~, არამედ, ფიზიკური პირი მარინა ჩხეტიანი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მარინა ჩხეტიანი არ არის ინდ/მეწარმე `შურა ხურცილავას~ წარმომადგენელი და მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. ჩხეტიანი არის ინდ/მეწარმის შვილი, არ არის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი მისი შურა ხურცილავას წარმომადგენლად მიჩნევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდ. მეწარმე `შურა ხურცილავას~ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ინდ. მეწარმე `შურა ხურცილავა~ გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 15 500 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.



[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება