სიახლეები
მეგზური სოციალურად დაუცველ პირთათვის

[ 2010-02-25 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე მოცემულია მრავალი სახის სასარგებლო ინფორმაცია, კერძოდ:

1. ძირითად ადმინისტრაციულ ორგანოთა ცნობარი;
2. უფასო იურიდულ კონსულტაციათა ცნობარი;
3. ბიბლიოთეკათა ცნობარი; და
4. სასამართლომდე მომავალი მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები.
ძირითად ადმინისტრაციულ ორგანოთა ცნობარი შეიცავს 150-მდე საჯარო სამსახურის დასახელებას, მისამართს, ტელეფონისა და ფაქსის ნომრებს, ელექტრონული ფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართებს. აქვე მოცემული კონკრეტული საჯარო სამსახურის იურიდიული განყოფილების ტელეფონის ნომერი. ცნობარის პირველი გვერდი ანბანურ საძიებელს შეიცავს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მოცემული დოკუმენტით სარგებლობას.
უფასო იურიდიულ კონსულტაციათა ცნობარში კონსოლიდირებული ფორმით მოცემულია იმ 12 იურიდიული ბიუროს საკონტაქტო მონაცემები, რომლებიც საზოგადოებრივ საწყისებზე (pro bono), ანუ უფასოდ სთავაზობენ სოციალურად დაუცველ პირებს კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას.
ბიბლიოთეკათა ცნობარში მოცემულია იმ 15 ბიბლიოთეკის საკონტაქტო მონაცემები, რომელთა ფონდებშიც დაცულია იურიდიული ხასიათის ლიტერატურა.
სასამართლომდე მომავალი მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში მარტივი ფორმით მოცემულია იმ ავტობუსების ნომრები და მარშრუტები, რომლებიც გაივლიან გრიგოლ რობაქიძის გამზირს და შესაბამისად შეუძლიათ პირი თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობამდე მოიყვანონ.


წამყვანი სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყნების მსგავსად, ყველა ზემოთჩამოთვლილი ცნობარი ემსახურება კონრეტულ მიზანს - ხელი შეუწყოს თვითდაცვის განმახორციელებელ პირებს (self-defendent) მათი კანონიერი უფლებების სწრაფ, იაფ და სრულყოფილ განხორციელებაში, ემსახურება მათ როგორც გზამკვლევი მთელი სამართალწარმოების განმავლობაში.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება