სიახლეები
მოსამართლეებისა და ჟურნალისტების ერთობლივი ტრენინგი გუდაურში

[ 2010-03-29 ]

დაბა გუდაურში მოსამართლეებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ 3 დღიანი ტრეინინგ-სემინარი გაიმართა.

ტრეინინგში მონაწილეობა თბილისისა და კახეთის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებმა, სასამართლოების თავმჯდომარეებმა და სპიკერ-მოსამართლეებმა მიიღეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა მეიშვილმა მონაწილეებს მოქმედი კანონმდებლობა გააცნო და იმ ნოვაციებზე ისაუბრა, რასაც ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გვთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებას დაეთმო. Mმონაწილეებმა ნახეს ფილმი ნაფიც მსაჯულებზე და სპეციალური კაზუსიც განიხილეს. ჟურნალისტებისა და მოსამართლეების მონაწილეობით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული პროცესი გაიმართა.

მოსამართლეებისა და ჟურნალისტების ერთობლივი ტრეინინგები გაეროს განვითარების პროგრამის “სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერის” პროექტის ეგიდით უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ტრეინინგების მიზანია, სპიკერი მოსამართლის ინსტიტუტის და მედიის უნარების გაძლიერება, მოსამართლეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე საზოგადოების ცნობიერებისა და ზოგადი განათლების ამაღლება.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება