სიახლეები
სამოქალაქო დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაწყდა

[ 12.04.2010 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
აფხაზეთის ომის მონაწილე, შრომისუუნარო, პირველი ჯგუფის ინვალიდ ლევან ბლუიშვილს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ თურქეთში მკურნალობისთვის 3600 ლარი გადაურიცხა.
მოგვიანებით სააგენტომ ლევან ბლუიშვილის მიმართ სარჩელი აღძრა და გაცემული თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ბლუიშვილს თურქეთში არ უმკურნალია და გაცემული თანხა არამიზნობრივად დახარჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სააგენტოს სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლევან ბლუიშვილი მკურნალობის მიზნით თურქეთში სამჯერ იმყოფებოდა, სადაც მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბლუაშვილის მხრიდან სამკურნალოდ გამოყოფილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვას და უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია და სოციალური პროგრამების სააგენტოს საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება