სიახლეები
მოსამართლეთა პროფესიული დღე

[ 2010-05-17 ]

მოსამართლეთა პროფესიული დღე წელს მარჯანიშვილის თეატრში აღინიშნა.
2010 წლის 15 მაისს საქართველოს დედაქალაქს ყველა რეგიონის სასამართლოდან მოწვეული მოსამართლეები ესტუმრნენ და მოსამართლის პროფესიული დღე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს.
მარჯანიშვილის თეატრში მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით საერთო კრება გაიმართა, სადაც ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა მეიშვილმა მოსამართლეებს გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინა. საერთო კრებაზე ასოციაციის გამგეობის ახალი წევრები აირჩიეს.
საზეიმო მიღებაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა, იუსტიციის საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა მეიშვილმა მოსამართლეებს პროფესიული დღე მიულოცეს, რის შემდეგაც სპექტაკლს დაესწრნენ.
მოსამართლის დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება