საერთო სასამართლოებიახალქალაქის რაიონული სასამართლო
არარატ ესოიანი

დაიბადა 1965 წლის 13 მაისს ქ. ახალქალაქში.

1972-1982 წლებში სწავლობდა ახალქალაქის #2 საშუალო სკოლაში.

1989 წელს დაამთავრა მოსკოვის ჰიდრომელეორაციული ინსტიტუტი (სპეციალობა ,,ინჟინერ-ჰიდროტექნიკი”).

1990 წელს მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში სახალხო მართვის სპეციალისტის ფაკულტეტზე.

1996-2000 წლებში სწავლობდა თბილისის ეკონომიკისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

2000 წელს დააფუძნა იურიდიული კონსულტაციის ცენტრი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.
2001 წლიდან იყო საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის წევრი, 2002 წლიდან ხელმძღვანელობდა ამ ასოციაციის ახალქალაქის ბიუროს.

2004-2005 წლებში მუშაობდა `დემოკრატ მესხთა კავშირის~ იურისტად.

2005-2006 წლებში გადიოდა სტაჟირებას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

2006 წლის მარტში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 აგვისტოს #503 ბრძანებულებით დაინიშნა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 იანვრის #17 განკარგულებით დაინიშნა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 მარტის #164 ბრძანებულებით გათავისუფლდა ახალქალაქის ლიკვიდირებული რაიონული
სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება