საერთო სასამართლოებიახალქალაქის რაიონული სასამართლო
ნოდარ გვარამაძე

დაიბადა 1955 წლის 25 იანვარს ბორჯომის რაიონ დაბა ბაკურიანში.

1972 წელს დაამთავრა ახალქალაქის რაიონის სოფ. კოთელიის საშუალო სკოლა.

1976 წელს მუშაობდა ქ. თბილისის #1 დამოუკიდებელ გასამხედროებულ სახანძრო ნაწილში.

1977-1983 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საღამოს სწავლების განყოფილებაზე.

1983 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის შ/ს სამმართველოს სახელმწიფო ობიექტების დაცვის ლეგიონში დივიზიონის მეთაურის მოადგილედ პოლიტნაწილში.

1985-1994 წლებში მუშაობდა ახალქალაქში შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში.

1994 წელს დაინიშნა ახალქალაქის რაიონული პროკურორის მოადგილედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 დეკემბერს #643 ბრძანებულებით დაინიშნა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება