საერთო სასამართლოებიბოლნისის რაიონული სასამართლო
გიორგი ებანოიძე

დაიბადა 1980 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში.

1995 წელს დაამთავრა თბილისის #51 საშუალო სკოლა.

1996 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ათწლედი.

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტ-საიდუმლო საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე, პარალელურად პლენუმის სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსის – მთავარი კონსულტანტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობებზე.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

2007 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 17 ნოემბრის #1/207 გადაწყვეტილებით დაინიშნა დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 17 ნოემბრის #1/211 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება