|
საერთო სასამართლოებიგარდაბნის რაიონული სასამართლო |
|
ქეთევან ლუაშვილი
დაიბადა 1957 წლის 25 ივნისს გურჯაანის რაიონის სოფ. ბაკურციხეში.
1975 წელს დაამთავრა საშ.სკოლა.
1975-1977 წლებში მუშაობდა ბაკურციხის საბჭოთა მეურნეობაში მუშად.
1982 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1982-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კონსულტანტის თანამდებობაზე.
1984 წლის აპრილიდან მუშაობს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 11 მაისის #378 განკარგულებით დაევალა სასამართლო უფლებამოსილების განხორციელება გარდაბნის რაიონულ სასამართლოში 2001 წლის 15 ნოემბრამდე.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 დეკემბრის #1323 განკარგულებით დაეკისრა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება 18 თვის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 მაისის #514 განკარგულებით შეუწყდა უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 ივნისის #297 ბრძანებულებით დაინიშნა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით. |
|
|