საერთო სასამართლოებიგორის რაიონული სასამართლო
ნინო კოძაძე

დაიბადა 1976 წლის 23 თებერვალს, ქ. თბილისში.

1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #60 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა კატასტროფათა და კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება.

1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სასამართლო სხდომის მდივნად.

2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სასამართლო სხდომის მდივნად.

2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.

2007 წლიდან არის გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2008 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2008 წლიდან მივლინებულია და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გორის რაიონულ სასამართლოში.

არის დასაოჯახებელი.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება