საერთო სასამართლოებიგორის რაიონული სასამართლო
ნიკოლოზ მარსაგიშვილი

დაიბადა 1974 წლის 16 ივნისს, ქ. თბილისში.

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999-2003 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე.

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლად

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს უფროს გამომძიებლად.

2005 წელს (თებერვლიდან აგვისტომდე) მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად.

2005-2006 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად.

2007-2008 წლებში მუშაობდა შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.

2008 წლიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ამავე წლიდან დაკისრებული აქვს გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

არის დასაოჯახებელი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება