|
საერთო სასამართლოებითელავის რაიონული სასამართლო |
|
ნუნუ ნემსიწვერაძე
დაიბადა 1959 წლის 4 მარტს, ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში.
1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #118 საშუალო სკოლა.
1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1980-1984 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანებაში მუშად.
1984-1986 წლებში მუშაობდა ტელევიზორების ქარხანა ''ეკრანში'' კონტროლიორად.
1987 წელს (თებერვლიდან სექტემბრამდე) მუშაობდა ქ. თბილისის წინდების ფაბრიკაში იურისკონსულტად.
1988 წელს (იანვრიდან აპრილამდე) მუშაობდა თბილისის #12 ბავშვთა პოლიკლინიკის იურისტად.
1988-1994 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა მომარაგების სავაჭრო-შემსყიდველ ბაზაში იურისკონსულტად.
1997-1999 წლებში მუშაობდა სამგორის რაიონის სასამართლოს კანცელარიის გამგედ.
1999-2001 წლებში მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს კანცელარიის გამგედ.
2001 წლიდან არის ასპინძის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005 წლიდან მივლინებულია და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თელავის რაიონულ სასამართლოში.
ჰყავს მეუღლე და შვილი.
|
|
|