|
სტრუქტურაადმინისტრაციულ საქმეთა პალატა |
|
ლეილა მამულაშვილი
დაიბადა 1960 წლის 24 მარტს, ქ. თბილისში.
1988 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1988-1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონული საბჭოს აღმასკომში სხვადასხვა თანამდებობებზე.
1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში კონსულტანტის, მრჩევლის და ბოლოს ნოტარიუსთა საქმიანობის განზოგადების განყოფილების უფროსის თანამდებობეზე.
ამავე პერიოდში კითხულობდა სამეწარმეო სამართლის კურსს ''მცირე აკადემიაში''.
2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, მიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
2002-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საოლქო სასამართლოში.
2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
|
|
|