|
სტრუქტურაადმინისტრაციულ საქმეთა პალატა |
|
ჯუმბერ რუსიაშვილი
დაიბადა 1950 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თბილისში.
1972 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1972-1973 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტი.
1973-1976 წლებში სწავლობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.
1976-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად.
1981-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად.
1982-1984 წლებში ეწოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1983-1991 წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს წევრი.
1991-1999 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განზოგადების განყოფილების სექტორის გამგედ.
2001-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები, მონოგრაფია (თანაავტორობით), ნაშრომი (თანაავტორობით).
ჰყავს მეუღლე და შვილი. |
|
|