|
სტრუქტურაადმინისტრაციულ საქმეთა პალატა |
|
ნანა ჭიჭილეიშვილი
დაიბადა 1964 წელს, ქ. თბილისში.
1982 წელს დაამთავრა თბილისის #60 საშუალო სკოლა.
1990 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1999 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ "აჭარის" იურიდიული ფაკულტეტი.
1991-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართებლივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორად.
1999 წელს მუშაობდა ამავე სასამართლოში კადრების განყოფილების წამყვან სპეციალისტად.
1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში სასამართლო სხდომის მდივნად.
2003-2005 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.
2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2006 წლიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ჰყავს მეუღლე და შვილი.
|
|
|