სტრუქტურასამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

დაიბადა 1973 წლის 17 ივნისს, ქ. თბილისში.
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996-1997 წლებში იყო ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული პროექტის ''ახალი სამოქალაქო კოდექსის პოპულარიზაციის საკითხების'' ავტორი.

1997 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და ამავე წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას სამოქალაქო, სამეწარმეო სამართლის სფეროში.

1999-2006 წლებში იყო იურიდიული ფირმა შპს ''იურიდიული თანამშრომლობა-სტატუს ქვოს" დამფუძნებელი პარტნიორი.


2000-2004 წლებში იყო ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ''საქართველოს საწარმოთა მხარდაჭერის პროექტის'' იურისტ-კონსულტანტი.

2001-2004 წლებში მუშაობდა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით ასოციაცია ''ქალი და ბიზნესის'' მიკრო-საკრედიტო პროგრამაში იურისტ-კონსულტანტად.

2003 წელს მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის (EPM) პროექტებში - საბაჟო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით.

2004 წელს მონაწილეობას იღებდა ფრანგული ასოციაციის წარმომადგენლობის ''კავკასიის ბაღების'' სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამაში.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატია ''არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირები ახალ სამოქალაქო კოდექსში" (ჟურნალი ''ადამიანი და კონსტიტუცია", #3, 1998წ).

2006 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება