სტრუქტურასამოქალაქო საქმეთა პალატა
მაია ბაქრაძე

დაიბადა 1971 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისში.

1988 წელს დაამთავრა თბილისის 140-ე საშუალო სკოლა.

1993 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ჯ.ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი.

1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიაში საბურთალოს რაიონის ადვოკატურაში.

2002 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით გავლილი აქვს სამოსამართლო სწავლების ცენტრში ადვოკატთა სასწავლო კურსი.

2003 წლის 16 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2003 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა - მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი წარჩინებით.

არის დოქტორანტი ამავე ფაკულტეტის დოქტორანტურაში სადოქტორო პროგრამაზე – სამართალმცოდნეობა.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2005 წელს დანიშნული იქნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2006 წლის დეკემბრამდე სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ-საქმეთა კოლეგიაში.

2006 წლის დეკემბრიდან ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ჯერ ადმინისტრაციულ საქმეთა ხოლო 2010 წლიდან სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

2012 წლის 19 ნოემბერს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება