სტრუქტურასამოქალაქო საქმეთა პალატა
ხათუნა არევაძე

დაიბადა 1967 წელს ქ. ამბროლაურში.

1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ამბროლაურის #2 საშუალო სკოლა.

1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1991 წელს (სექტემბრიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში სამართლებრივი ინფორმატიკის და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორად, საერთო განყოფილების სხდომის მდივნად.

1991-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოქალაქეთა საჩივრებისა და მიღების განყოფილების კონსულტანტი.

1993-1999 წლებში მუშაობდა ამავე განყოფილების უფროს კონსულტანტად.

1999 წელს (აგვისტოდან სექტემბრამდე) მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილებაში ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სასამართლო პრაქტიკის განზოგადების სექტორის გამგედ.

1999-2000 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების უფროსად.

2000-2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2006 წლიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.


ჰყავს მეუღლე და შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება