სტრუქტურასამოქალაქო საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე

დაიბადა 1975 წლის 26 იანვარს, ქ. თბილისში.

1992 წელს დაამთავრა თბილისის #147 საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997-2000 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ასპირანტი.

2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1998 წელს (თებერვლიდან ოქტომბრამდე) მუშაობდა სს ''საქართველოს ბანკის" საკრედიტო დეპარტამენტის პრობლემურ კრედიტებთან მუშაობის განყოფილებაში, უფროს სპეციალისტად.

1999-2004 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე, მასწავლებლად.

2004-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე.

2005 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2007 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება