სტრუქტურასამოქალაქო საქმეთა პალატა
ნატალია ნაზღაიძე

დაიბადა 1971 წლის 30 მაისს, ქ. თბილისში.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1991-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილის პირად მდივნად.

1993-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქალაქეთა საჩივრებისა და მიღების განყოფილებაში ინსპექტორად.

1999 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს პრაქტიკისა და განზოგადების განყოფილების კონსულტანტად.

1999-2000 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2000 წელს (აპრილიდან სექტემბრამდე) მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სასამართლო პერსონალის სექტორის კონსულტანტად.

2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს კანცელარიის გამგედ.

2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება