სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა
გერონტი კახეთელიძე

დაიბადა 1971 წლის 22 მარტს ქ. სიღნაღში.

1988 წელს დაამთავრა ქ. სიღნაღის საშუალო სკოლა.

1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1995-2000 წლებში მუშაობდა საქ-ს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

2000-2002 წლებში მუშაობდა საქ-ს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2002-2004 წლებში _ საქ-ს ტრანსპორტის პროკურატურის თბილისის რეგიონული ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწედ.

2004-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2005 წლის ივნისიდან სექტემბრამდე მუშაობდა საქ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებლად.

2005-2011 წლებში მუშაობდა საქ-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

2011 წელს (აპრილიდან დეკემბრამდე) იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012 წლის 1 იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება