სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა
გელა ბადრიაშვილი

დაიბადა 1972 წლის 22 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში.

1989 წელს დაამთავრა კაჭრეთის საშუალო სკოლა.

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1995-1997 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად.

1997-1998 წლებში მუშაობდა ამავე რაიონის პროკურატურის გამომძიებლად.

1998-2000 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.

2000-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურორის უფროს თანაშემწედ სამხედრო და ტრანსპორტის პროკურატურებში კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის ხაზით.

2002 წლის მარტიდან ივლისამდე მუშაობდა იუსტიციის მინისტრის აპარატის უფროსად.

2002-2004 წლებში გადაყვანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს უფროსად.

2004 წლის იანვრიდან მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის უფროს თანაშემწედ განსაკუთრებულ დავალებათა ხაზით, ხოლო აპრილიდან ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.

2004-2006 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურორის მოადგილედ-საგამოძიებო ნაწილის უფროსად.

2006-2007 წლებში ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურორად.

2007-2008 წლებში ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონულ პროკურორად.

2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსად.

2010 წლის 1 დეკემბრამდე იყო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულო პროკურორი.

2010 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის აპრილამდე იყო იუსტიციის სკოლის მსმენელი.

2012 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.

არის ღირსების მედლის კავალერი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება