სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა
ლევან თევზაძე

დაიბადა 1979 წლის 28 მაისს, ქ. რუსთავში.

1996 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #23 საშუალო სკოლა.

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001-2002 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელად.

2002 წელს (აპრილიდან ივნისამდე) მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილედ.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპატამენტის სააღსრულებო წარმოების სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოებათა განყოფილების უფროსად.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსად.

2004 წელს (ივლისიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილედ.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილედ.

2005 წელს (იანვრიდან მაისამდე) მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი ინსპექტორად.

2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმებისა და გამოძიების განყოფილების უფროს გამომძიებელად.

2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად.

2008 წელს მუშაობდა შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსად.

2008 წლის 29 აპრილს დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2008-2009 წლებში დაკისრებული ჰქონდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2009 წლის ნოემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

დაკისრებული აქვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

ჰყავს მეუღლე.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება