სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მაია ივანიძე

დაიბადა 1967 წლის 14 თებერვალს, ქ. თბილისში.

1984 წელს დაამთავრა თბილისის #164 საშუალო სკოლა.

1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1990 წელს მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრაზე ლაბორანტად.

სტუდენტობის დროს იყო იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, სისხლის სამართლის კათედრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, ფაკულტეტის პროფკავშირული ორგანიზაციის წევრი.

როგორც სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებულმა გაიარა 2 კვირიანი სტაჟირება ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1992 წლიდან კითხულობს ლექციებს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე.

1995 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრაზე უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად.

მრავალჯერ იყო მისაღებ გამოცდებზე პასუხისმგებელ მდივნად, საფაკულტეტო დატვირთვით.

არის სამეცნიერო და სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე.

1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ''რელიგიური დანაშაული''.

არის ასოცირებული პროფესორი.

2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება