ვაკანსიებისტაჟირება

სტაჟირების მიზნები და ზოგადი პირობები
თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეგიძლიათ გაიაროთ არაანაზღაურებადი სტაჟირება. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს თქვენს მომზადებას კვალიფიციურ კადრად და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვით. ვადა დამატებით შეიძლება გაგრძელდეს სტაჟირების ახალი კონკურსის გამოცხადებამდე.

სტაჟიორად დანიშვნა
სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოთ, თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება ან ხართ იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სტაჟიორი მიიღება კონკურსის წესით, გასაუბრების ან/და ტესტირების საფუძველზე. სტაჟიორად პირს ნიშნავს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით.
სტაჟიორთა მიღების შესახებ განცხადება ქვეყნდება სასამართლოს ვებ-გვერდზე. მართლმსაჯულების განვითარებისა და სასამართლო სისტემაში საუკეთესო კადრების მოზიდვის მიზნით შეიძლება სტაჟირების მოთხოვნები შეიცვალოს და დაიხვეწოს წლიდან წლამდე. ამიტომ, სტაჟირების გავლის შესახებ განაცხადი შეგიძლიათ წარადგინოთ შესაბამის განცხადებაში მითითებული პირობების დაცვით.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გადმოგეცემათ სერთიფიკატი.

ფუნქციები
სტაჟიორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, უშუალო შეხება აქვს საქმისწარმოების პროცესთან, მონაწილეობას იღებს სასამართლო დოკუმენტების შედგენაში, მასალების მოძიებაში, მხარეებთან ურთიერთობაში, იძენს პროფესიულ გამოცდილებას და ამასთანავე ეხმარება სასამართლოს მოხელეს, რითაც წვლილი შეაქვს მართლმსაჯულების სწრაფად და ხარისხიანად განხორციელებაში.
სტაჟირების განმავლობაში, მოსამართლის, თანაშემწისა და სხდომის მდივნის დავალებით თქვენი საქმიანობა იქნება:
- შემოსულ საქმეთა აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
- საქმის მომზადება (სქმის მასალების გაცნობა, დასაშვებობის შემოწმება, მხარეთათვის სასამართლო შეტყობინებების (უწყებების, მიმართვების, სააპელაციო საჩივრის/შესაგებლის და საჩივრის გაგზავნა);
- საჩივრის წარმოებაში მიღების/ხარვეზის დადგენის შემთხვევაში შესაბამისი განჩინების პროექტის მომზადება;
- განჩინებების/გადაწყვეტილებების ასლების სათანადო წესით დამოწმება და შესაბამისი მიმართვებით მხარეთათვის გადაგზავნა;
- სასამართლო შენობაში გამოცხადებულ მხარეთათვის განჩინების/გადაწყვეტილების ჩაბარება და შესაბამისი ხელწერილის შედგენა;
- სასამართლო სხდომებზე დასწრება და საჭიროების შემთხვევაში თანაშემწისთვის/სხდომის მდივნისათვის დახმარების გაწევა;
- კანცელარიასა და საკურიერო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობა (საფოსტო შეტყობინებებისა და შეტყობინების პასუხების ადმინისტრირება);
- სხვადასხვა სასამართლო აქტების პროექტების წერა.
სტაჟირების განმავლობაში სასამართლოს საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებაზე წარმოდგენის შესაქმნელად მოგიწევთ სასამართლოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში მუშაობა.
მოქალაქეთა მისაღებსა და კანცელარიაში უშუალო შეხება გექნებათ მოქალაქეებთან და შეძლებთ გაეცნოთ:
მოქალაქეთა შეკითხვებზე პასუხის გაცემის (ტელეფონის მეშვეობით, პირადად), მოქალაქეთა/იურიდიულ პირთა განცხადებების/საჩივრების რეგისტრაციაში გატარებისა და შემოსული კორესპონდენციის კანცელარიისათვის/თანაშემწეთათვის გადაცემის პროცედურებს.
საჯარო სამსახური
სამართლის კლინიკა
სტაჟირება
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება