ჩვენს შესახებ

2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა თბილისის სააპელაციო სასამართლო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილება აპელაციის წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება საჩივრები აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, თეთრიწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ყვარლის, წალკის, ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.
სასამართლოს შემადგენლობაშია 64 მოსამართლე, აქედან სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - 15, სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 21, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში - 18 და საგამოძიებო კოლეგიაში - 10 მოსამართლე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 199 საშტატო ერთეულით.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება