სპიკერი მოსამართლესპიკერი მოსამართლეები
თამარ ზამბახიძე

დაიბადა 1975 წლის 26 იანვარს ქ. თბილისში.

1992 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის #147-ე საშუალო სკოლა.

1992-1997 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997-2000 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ასპირანტი.

2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1998 წელს მუშაობდა ს.ს. ,,საქართველოს ბანკის" საკრედიტო დეპარტამენტის პრობლემურ კრედიტებთან მუშაობის განყოფილებაში უფროს სპეციალისტად.

1998-2004 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის მასწავლებელი.

2004 წელს კონკურსის წესით არჩეულ იქნა სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე.
2005 წელს კონკურსის წესით არჩეულ იქნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.

2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის #787 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 აპრილის #218 ბრძანებულებით გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 აპრილის #217 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
2008 წელს კონკურსის წესით კვლავ არჩეულ იქნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება