სიახლეები
,,რომის სამართლის საფუძვლები” (ავტორები: მარინა გარიშვილი, მარიამ ხოფერია)
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2011-03-09 ]

სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (ELL) დაემატა თსუ-იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მარინა გარიშვილისა და მარიამ ხოფერიას წიგნი ,,რომის სამართლის საფუძვლები”.
წიგნში აღწერილია ძველი რომის სახელმწიფოებრიობისა და სამართალგანვითარების ევოლუცია. წიგნში განხილული სამართლებრივი ინსტიტუტები წარმოადგენენ თანამედროვე კერძო სამართლის, აგრეთვე სისხლისა და საჯარო სამართლის საფუძველს. ეს ინსტიტუტებია: ნივთების ცნება და მათი კლასიფიკაციის კრიტერიუმები, საკუთრების უფლება, მისი შეძენისა და გასხვისების გზები, ვალდებულებითი და მემკვიდრეობითი სამართლის თითქმის ყველა ინსტიტუტი და სხვ.
რომის სამართლის ინსტიტუტებისადმი ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია ვინაიდან, რომის სამართლის დეფინიციათა დიდმა ნაწილმა დღემდე შეინარჩუნა აქტუალობა და დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე სამართალგანვითარების პროცესში.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის ქალბატონ მარინა გარიშვილისა და ქალბატონ მარიამ ხოფერიას გაწეული დახმარებისათვის.

სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკა (ELL)
www.tbappeal.court.ge/?lan=geo&cat=20&sub=185
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება