სიახლეები
სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა

[ 2013-11-18 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ. ლეიბორისტული პარტია, სასამართლოსგან ითხოვდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 12 ნოემბრის №498/2013 განკარგულების და 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას.
ლეიბორისტულ პარტიას მიაჩნია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების ფონზე, აპელანტის განმარტებით დარღვევები გამოვლინდა სხვადასახვა საარჩევნო უბნებზე.

კერძოდ, მთელ რიგ საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ არის მითითებული შედგენის დრო და თარიღი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში მონიშნულია კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.

ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გარკვეულ ნაწილს ხელს არ აწერენ კომისიის წევრები და თავმჯდომარე, აგრეთვე დისბალანსია სხვადასახვა საარჩევნო უბანში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებსა და არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.

სასამართლომ მსჯელობის შედეგად განმარტა რომ: ”საქართველოს საარჩევნო კოდექსში” არჩევნების კონსტიტუციური ვადების მხედველობაში მიღებით, იმპერატიულადაა გაწერილი საარჩევნო პროცედურების დარღვევის დაფიქსირებისა და გასაჩივრების ვადები და წესი.

რამდენადაც, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ არ გამოიყენა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გაწერილი პროცედურები და კანონიერ ვადაში დადგენილი წესით არ დააფიქსირა ის დარღვევები, რომელზეც ამყარებს საკუთარ სარჩელს, ლეიბორისტულ პარტიას წაერთვა პროცესუალური შესაძლებლობა მოეხდინა აღნიშნული ფაქტებით აპელირება და მათთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, მიიღო გადაწყვეტილება უცვლელად დატოვოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილოს ლეიბორისტული პარტიის საჩივარი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება