სიახლეები
სტუდენტები სააპელაციო სასამართლოში

[ 2013-11-22 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სტრუქტურის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეების განხილვის თავისებურებების შესახებ სასამართლოში.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია სხვადასხვა პრობლემატურ სამართლებრივ საკითხებზე.

სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და მომავალი შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში მსგავსი ვიზიტები პერნამენტულად იმართა და მას შემეცნებით საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. სასამართლო მზადაა, უმასპინძლოს ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება