სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კობა ხარჩილაძეს პატიმრობა შეუფარდა

[ 2013-12-25 ]NEW

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და პირველი ინსტანციის განჩინება შეცვალა.

მოსამართლე გელა ბადრიაშვილის განჩინებით, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრსა და ძველი თბილისის ყოფილი გამგებლის მოადგილეს კობა ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კობა ხარშილაძე, ძველი თბილისის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად ბრალდებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და თანხების გაფლანგვაში.

სააპელაციო სასამართლომ ლაშა ფურცხვანიძესთან მიმართებაში, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განჩინება, იმ ნაწილში რომლის თანახმადაც ლაშა ფურცხვანიძეს 400 ათასი ლარი გირაო ეკისრება.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება