სიახლეები
საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები
მიმაგრებული ფაილის გადმოწერა |
[ 2010-04-01 ]

2010 წლის 01 აპრილიდან კანონმდებლობაში ამოქმედდა შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
- დამატება:
ა. 3811-ე მუხლი (დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- ცვლილება:
ა. 1421-ე მუხლის (სამკვიდროს მიღება) მე-2 ნაწილი;
ბ. 1445-ე მუხლის (უარის თქმის დაუშვებლობა სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის შემდეგ);
გ. 1495-ე მუხლი (ცნება);
დ. 1499-ე მუხლის (ცნება) პირველი ნაწილი.
- დამატება:
ა. 302-ე მუხლის (იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია) 31 ნაწილი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
- ცვლილება:
ა. მე-9 მუხლის (სახელმწიფო ბაჟი) პირველი ნაწილი;
ბ. 2112-ე მუხლი (სასამართლოსათვის მიმართვა);
გ. 2113-ე მუხლის (დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი) მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები;
დ. 2113-ე მუხლის (დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნა;
ე. 2114-ე მუხლი (შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი);
ვ. 2115-ე მუხლის (დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები) მე-3 ნაწილის ”ე”, ”ზ” და ”კ” ქვეპუნქტები, მე-4 ნაწილის ”დ” და ”ვ” ქვეპუნქტები, მე-6 ნაწილი.
- დამატება:
ა. 2113-ე მუხლის (დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი) მე-3 ნაწილის ”ბ1” ქვეპუნქტი, 51, 52 და 71 ნაწილები;
ბ. 2115-ე მუხლის (დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები) მე-4 ნაწილის ”ვ1” ქვეპუნქტი, 51 და 61 ნაწილები.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
- ცვლილება:
ა. 208-ე მუხლი (რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები);
ბ. 239-ე მუხლის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე) მე-13 ნაწილი;
გ. 246-ე მუხლის (ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების შესახებ) ”ა” ქვეპუნქტი;
დ. 252-ე მუხლის (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები) მე-2 ნაწილი;
ე. 262-ე მუხლის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები) მე-2 ნაწილი;
- დამატება:
ა. 1752-ე მუხლი (დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი
- ცვლილება:
ა. მე-2 მუხლის (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა) მე-6 ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტი;
ბ. მე-3 მუხლის (ინსტრუქციები, ბრძანებები და მითითებები) მე-2 ნაწილი;
გ. მე-10 მუხლის (გადასახადების დაწესების, შემოღების, შეცვლისა და გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები) მე-4 ნაწილი;
დ. მე-12 მუხლის (ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება) 11 ნაწილი;
ე. 32-ე მუხლის (საქველმოქმედო ორგანიზაცია) მე-4, მე-7, 141, მე-16 ნაწილები;
ვ. 48-ე მუხლი (საქართველოს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები);
ზ. 49-ე მუხლი (საქართველოს საგადასახადო ორგანოები);
თ. 841-ე მუხლის (საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება) მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი;
ი. 85-ე მუხლის (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) 33 ნაწილი, მე-7 ნაწილი, მე-8 ნაწილის ”გ” და ”ე” ქვეპუნქტები;
კ. 87-ე მუხლის (ქონებაზე ყადაღის დადება) 31 ნაწილი და მე-16 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი;
ლ. 88-ე მუხლის (ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია) 1-6 ნაწილები, მე-11 ნაწილი, 131 და 132 ნაწილები;
მ. 89-ე მუხლის (საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა) 31 ნაწილი;
ნ. 103-ე მუხლის (საბანკო ანგარიშების გახსნისას ბანკების მიერ ინფორმაციის წარდგენა) პირველი ნაწილის ”ბ”, ”გ”, ”ე”, ”ვ” ქვეპუნქტები;
ო. 108-ე მუხლის (საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა) მე-3 ნაწილი;
პ. 110-ე მუხლის (ინვენტარიზაცია) პირველი ნაწილი;
ჟ. 1282-ე მუხლის (საგადასახადო შეთანხმების გაფორმება) პირველი, მე-3-მე-5 ნაწილები;
რ. 1283-ე მუხლის (საგადასახადო შეთანხმების ფორმა) პირველი ნაწილი;
ს. 142-ე მუხლის (ბანკების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის ანგარიშის გახსნის წესის დარღვევა და გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) 22 ნაწილი;
ტ. 146-ე მუხლის (საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმები და ზოგადი წესები) მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, მე-8 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტი და მე-12 ნაწილი;
უ. 147-ე მუხლის (საგადასახადო დავის დაწყების წესი) მე-2 ნაწილი, მე-5 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი;
ფ. 149-ე მუხლის (პირის საჩივარი და შეტყობინება) პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი;
ქ. 153-ე მუხლის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის მიზანი და მისი განმხილველი ორგანოები) მესამე ნაწილი;
ღ. 154-ე მუხლის (საგადასახადო ორგანოს ვალდებულება საჩივრის ან ”გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” მიღებისას) პირველი ნაწილი;
ყ. 155-ე მუხლის (საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება) პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი;
შ. 156-ე მუხლის (საგადასახადო დავის განხილვა შემოსავლების სამსახურში) პირველი ნაწილი, მე-3-მე-8 ნაწილები;
ჩ. 157-ე მუხლი (შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება);
ც. 158-ე მუხლის (საბჭო, საბჭოს სხდომა და რეგლამენტი) მე-5 ნაწილი;
ძ. 161-ე მუხლი (სასამართლოს მიერ საგადასახადო დავის განხილვა);
წ. 281-ე მუხლის (გარდამავალი დებულებანი) 50-ე ნაწილი.
- დამატება:
ა. 281-ე მუხლის (გარდამავალი დებულებანი) 57-ე ნაწილი.
(იხ. მიმაგრებული ფაილი)

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება