სიახლეები
მუხროვანის ამბოხის საქმე სააპელაციო სასამართლოშია

[ 2010-07-09 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლო ,,მუხროვანის ამბოხი”-ს მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმის განხილვას იწყებს.
41 ამბოხებული სამხედრო პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში 2010 წლის იანვრის თვეში დასრულდა. ამბოხებულებს ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხებასა და ამბოხების მომზადებაში; ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადებასა და ტარებაში; სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასა და კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარ დაუმორჩილებლობაში ედებოდათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარსადგენ მსჯავრდებულთა უმრავლესობა (17 მსჯავრდებული) სასჯელს 3-დან 15 წლამდე ვადის ფარგლებში იხდის. რაც შეეხება კობა ოთანაძეს, ლევან ამირიძესა და შოთა გიორგიშვილს, თითქმის სასჯელის მაქსიმუმი აქვთ მისჯილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კობა ოთანაძეს სასჯელთა ერთობლიობით 29 წლით, ლევან ამირიძეს _ 28 წლით, ხოლო შოთა გიორგიშვილს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით ცხრამეტმა მსჯავრდებულმა გაასაჩივრა და ყველა მათგანის სააპელაციო მოთხოვნა, გამამართლებელი განაჩენის დადგენაა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ,,მუხროვანის ამბოხი”-ს საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა ა.წ. 9 ივლისს გაიმართება.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება