კანონმდებლობა

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:
,,1. სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი."
სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:
,,3. ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს."
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:
,,4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში."
საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას.
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:
,,2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეებია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი."
საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:
,,3. საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
დ) საქართველოს ორგანული კანონი;
ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი."

საქართველოს კონსტიტუცია
ადმინისტრაციული სამართალი
სასამართლოს შესახებ
სამოქალაქო (კერძო) სამართალი
სისხლის სამართალი
საერთაშორისო სამართლებრივი აქტები
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება