ამიერიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ზოგადად საერთო სასამართლოების შესახებ ვიდეოების ნახვა ,,იუ თუბზე’’ (You Tube) - მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ქსელში არის შესაძლებელი.
აღნიშნული მეთოდის გამოყენება ინოვაციურია ქართულ სივრცეში და იძლევა შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია საქართველოს საერთო სასამართლოებისა და მათში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
ამჟამად ,,იუ თუბზე’’ (You Tube) განთავსებულია 12 ვიდეო. ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნული კართოტეკის შემდგომ სრულყოფასა და განახლებას.
იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გახსნის ვიდეო:
www.youtube.com/watch?v=BRmJjHDozRA
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
თავმჯდომარის ბიურო