სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლო 5 წლისაა

[ 2010-11-01 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაარსებიდან 5 წლისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. საზეიმო მიღებას თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზეიმო მიღებაზე სტუმრებს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეებმა მიმართეს. კონსტანტინე კუბლაშვილმა და ვალერი ცერცვაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები შეაჯამეს.
მიღებაზე აღინიშნა რომ, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ხელი შეუწყვეს უფრო ეფექტური, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებას. დაიხვეწა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები. მიღებულ იქნა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი. ახალი კოდქსის ძალით ამოქმედდა საპროცესო ნოვაცია – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელმაც ქართული საზოგადოება მაყურებლის როლიდან პროცესის მთავარი მონაწილის სტატუსამდე აიყვანა.
თბილის სააპელაციო სასამართლო ეფექტურად უმკლავდება საქმეთა ნაკადს და წლის განმავლობაში შემოსულ საქმეთა 90%, მეტს ასრულებს.
სასამართლოს გააჩნია ვებ-გვერდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განახლებადი და ინფორმაციულად დატვირთული პორტალია. წელიწადზე მეტია რაც სასამართლოში დაინერგა ელექტრონული სამართალწარმოება საქმეთა მართვის პროგრამის მეშვეობით. აღნიშნულ პროგრამაში შეყვანილია სასამართლოს ყველა მიმდინარე და დასრულებული საქმე. თითოეულ საქმეზე ელექტრონული ფორმით დაცულია საქმის ისტორია სამივე ინსტანციის სასამართლოში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფორმები, სასამართლო გადაწყვეტილებები, სხდომის ოქმები და მრავალი სხვა. ამავე პროგრამის მეშვეობით საქმეში განხორციელებული ყველა არსებითი საპროცესო ცვლილებების შესახებ შეტყობინებას საქმის მონაწილეები მათ ელექტრონულ ფოსტასა და მობილურ ტელეფონზე იღებან.
საიუბილეო მიღების დასასრულს ვალერი ცერცვაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებსა და აპარატის მოხელეებს შრომისმოყვარეობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპისადმი ერთგულებისათვის.
დღესვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ქართული სასულიერო და საერო სამართლის ძეგლთა ფოლიანტების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნა.

უყურეთ YouTube-ზე: www.youtube.com/watch?v=3eoNmUObtgI
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება