სიახლეები
მედიატორის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი

[ 2012-05-13 ]

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (HCOJ), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა (HSOJ), თბილისის საქალაქო სასამართლო (TCC), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი (NCADR), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (EWMI-JILEP) აცხადებს კონკურსს მედიატორის კანდიდატების შესარჩევად.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები დაეუფლებიან მედიატორის უნარ-ჩვევებს, შეისწავლიან მედიაციის პროცესის წარმართვის თავისებურებებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის საპილოტე პროექტის ფარგლებში.

მედიატორის კანდიდატთა სწავლების კურსი მოიცავს ზოგად ტრეინინგს მედიაციის თეორიაში, ასევე გაღრმავებულ ტრეინინგებს მედიაციის პროცესის წარმართვის ტექნიკასა და მედიატორისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებში. ტრეინინგის ფარგლებში კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმართონ მედიაციის პროცესი საპილოტე პროექტის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

 უმაღლესი განათლება და 5 წლის პროფესიული გამოცდილება
 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

მედიატორის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს, თუმცა, თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი დარგების წარმომადგენლებს:

 იურისპრუდენცია
 ფსიქოლოგია
 სოციოლოგია
 კონფლიქტოლოგია
 პედაგოგიკა
 ბიზნეს ადმინისტრაცია/მენეჯმენტი/ფინანსები

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია შემდეგი საბუთების წარდგენა:

 განაცხადი
 ბიოგრაფია - curriculum vitae (სასურველია, ინგლისურად)
 სამოტივაციო წერილი (სასურველია, ინგლისურად)

კანდიდატთა შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

პირველი ეტაპი გულისხმობს კანდიდატთა შერჩევას მათ მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე. მეორე ეტაპი მოიცავს ინდივიდუალურ გასაუბრებას კანდიდატებთან.

საბუთების მიღება იწარმოებს ამა წლის 14 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით .

საბუთები ელექტრონული ფორმით გამოგზავნილ უნდა იქნეს მისამართზე: council@hcoj.gov.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
Tel: 227 31 00 + 111, 128 ან 130 (შიდა).

გისურვებთ წარმატებებს.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება