სიახლეები
23 წლიანი პატიმრობა კანონიერ ქურდს

[ 2010-03-31 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონიერი ქურდი ჩადენილი დანაშაულისათვის სრულად აგებს პასუხს. 2010 წლის 30 მარტს სააპელაციო პალატამ ჯონდო ესებუას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. ჯონდო ესებუას ბრალი კანონიერ ქურდობასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
საბრალდებო დასკვნის თანახმად 35 წლის ჯონდო ესებუა ქურდულმა სამყარომ კანონიერ ქურდად 13 წლის წინ აღიარა, რის შემდეგაც ის მონაწილეობდა კანონიერ ქურდთა შეკრებებსა და ქურდულ გარჩევებში, ასევე ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევდა ქურდული სამყაროს წევრების დანაშაულებრივ საქმიანობას.
ჯ.ესებუა სიღნაღის რაიონში 2009 წლის 4 სექტემბერს დააკავეს, მას პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” აღმოაჩნდა. მსჯავრდებული არც წინასწარ გამოძიებაში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯ.ესებუა გაასამართლა და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვდა მსჯავრდებულის გამართლებას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. კანონიერი ქურდობისთვის კი სასჯელის შემცირებას მინიმუმამდე.
მსჯავრდებულმა სხდომაზე არ უარყო ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე შეცვალა პოზიცია, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განაცხადა რომ არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, აქვე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშიალება მას ეკუთვნოდა და პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა, თუმცა არ დაასახელა ნარკოტიკული საშუალების შეძენის წყარო.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სააპელაციო სასამართლოსთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, შესაბამისად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, მიიჩნია, რომ განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება