საერთო სასამართლოებიახალციხის რაიონული სასამართლო
ნელი ღონღაძე

დაიბადა 1950 წლის 21 დეკემბერს ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში მოსამსახურის ოჯახში.

დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული და იურიდიული ფაკულტეტები.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს სახელმწიფო არქივის ახალციხის ფილიალის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სკოლის დირექტორად, ახალციხის რაიონული მმაჩის განყოფილების გამგედ, ახალციხის რეგიონალურ სამხედრო მოსამართლედ, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ ახალციხის ფილიალის ფაკულტეტის დეკანად.

ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ ახალციხის იურიდიულ ფაკულტეტზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ივლისის #797 განკარგულებით დაეკისრა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 თებერვალს #74 ბრძანებულებით დაინიშნა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 თებერვლის #125 განკარგულებით ჩამოცილებულ იქნა საქმის განხილვისგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

2005 წლის 6 მაისის #340 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხდადდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნ. ღონღაძის საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 თებერვლის #125 განკარგულება.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება