სტრუქტურასისხლის სამართლის საქმეთა პალატა
ვალერი ცერცვაძე

დაიბადა 1974 წლის 14 დეკემბერს, ქ. თბილისში.

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სტაჟიორად.

1999-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩეველი.

2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სექტორის უფროსად.

2001-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.

2002 წელში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად.

2002–2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსად.

2004 წელს (მარტიდან ივნისამდე) მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

2004–2005 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.

2005-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

2007 წელს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ.

2007 წლის 10 ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2007 წლის 28 ნოემბერს არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2008 წლის 8 ოქტომბრიდან არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

ჰყავს მეუღლე და შვილი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება